კომპანია ელიტ მოტორსი დაარსდა 2008 წელს და იგი გახლავთ სხვადასხვა ბრენდის მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და უსწრაფესი სერვისი შევთავაზოთ. მუდმივად განახლებადი მარაგები და პროფესიონალთა გუნდი კი ამ მიზნის მიღწევისათვის საუკეთესო გზაა.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელიტ მოტორსმა საკუთარ მომხმარებელს 2019 წელს ქალაქ ბათუმში ახალი ფილიალი წარმოუდგინა, რომელიც დასავლეთ საქართვლოში არსებული კლიენტების მომსახურების დროსა და ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს.
ელიტ მოტორსში ხელს ვუწყობთ მძიმე ტექნიკის ოპერატორის, როგორც პროფესიის განვითარებას. Oryx-თან თანამშრომლობის საფუძველზე შევასწავლით და გავცემთ ოპერატორების საერთაშორისო ლიცენზიას.
კომპანია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებში, მათ შორისაა პროფესიული განათლების ხელშეწყობა.