“ელიტ მოტორსი“-ს ინჟინერ მექანიკოსები ყოველწლიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში: შვედეთში, თურქეთში, გერმანიაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ა.შ.
“ელიტ მოტორსი“-ს შემადგენლობაშია 7 მობილური ჯგუფი, რომელიც მოგემსახურებათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამოძახებიდან 1 სამუშაო დღეში ხდება მობილური ჯგუფის ჩასვლა დანიშნულების ადგილზე და ტექნიკას უტარდება საჭირო სერვისი.
შვედეთში დაფუძნებულ ORYX Simulator-თან თანამშრომლობის შედეგად, 2014 წელს, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ 3D გრაფიტის, ელექტრო კონსოლირებად, სრული მოძრაობის პლატფორმის ტრენაჟორზე, ტრეინინგ ცენტრის დაარსებას.
ტრენაჟორების ახალი თაობა უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს 21 საუკუნის მუშახელის განვითარებაზე. მძიმე ტექნიკის ოპერატორის ვარჯიშის ოპტიმიზაციისას, ტრენაჟორები მინიმუმამდე ამცირებენ არა მხოლოდ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს, არამედ გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
ოპერატორთა კლუბი წარმოადგენს Volvo Construction Equipment-ის საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად ორგანიზებულია ელიტ მოტორსის მიერ 2017 წლიდან. კლუბის მიზანია საქართველოში მომუშავე მძიმე ტექნიკის ოპერატორების პროფესიული განვითარება, მათი შრომის დაფასება და ტექნიკური ცოდნის ამაღლება.
ოპერატორთა კლუბი არ არის მხოლოდ კონკურსი - ეს არის ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ქმნის ქვეყნის ინფრასტრუქტურას. კლუბი აძლევს ოპერატორებს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიონალიზმი და ტექნიკური უნარები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით.