Volvo Construction Equipment (Volvo CE)-ის ოპერატორთა კლუბის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ოპერატორმა ბესიკ კალანდაძემ 16 ქვეყნის 30 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გამართულ Volvo CE-ის ოპერატორთა კლუბის ფინალში საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ორი მონაწილით – საქართველოს სპეცტექნიკის ოპერატორთა კლუბის ჩემპიონით გურამ ადიკაშვილით და ვიცე-ჩემპიონით ბესიკ კალანდაძით.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო ევროპის საუკეთესო ოპერატორებს შორის გამოსვლა. სიმართლე გითხრათ ვღელავდი კიდეც, რადგან საქართველოს სახელით პირველად ვმონაწილეობდი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. როგორც ფინალს შეეფერება, დავალებები საკმაოდ რთული იყო და ძლიერ მეტოქეებთან მომიწია დაპირისპირება. ვფიქრობ, მომდევნო წლებში უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებთ, იმის გათვალისწინებთ, რომ უფრო მეტ გამოცდილებას შევიძენთ“, – განაცხადა ბესიკ კალანდაძემ.
ოპერატორთა კლუბის ყოველწლიური ფინალის ორგანიზატორი ევროპის მასშტაბით შვედური კომპანია Volvo Construction Equipment (Volvo CE)-ია. ფინალში ერთმანეთს ევროპის საგზაო-სამშენებლო მძიმე ტექნიკის საუკეთესო ოპერატორები ექსკავატორებით მანევრირებასა და ზუსტ მართვაში ეჯიბრნენ.
ევროპის ოპერატორთა კლუბის ფინალში გამარჯვებულია ოპერატორი, ვინც ყველაზე მცირე დროში ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულით ზუსტად შეასრულებს დავალებას. ფინალის მონაწილეებს ერთმანეთთან გაჯიბრება საგზაო-სამშენებლო მძიმე ტექნიკის მანქანებითა და ექსკავატორებით სამ სახეობაში უწევთ. Volvo CE-ის წლევანდელი ფინალის გამარჯვებული ავსტრიელი ოპერატორი იოჰანეს უნგერი გახდა.
კომპანია Volvo Construction Equipment-მა ოპერატორების პირველი შეჯიბრი 1998 წელს გერმანიაში გამართა. დღეისათვის ჩემპიონატი 27 000-ზე მეტ მონაწილეს ითვლის. მონაწილე ქვეყნები ადგილობრივ ჩემპიონატს მართავენ, რის შემდეგაც გამარჯვებულები Volvo CE-ის ფინალში იღებენ მონაწილეობას.
„ოპერატორების კლუბი შესანიშნავი საშუალებაა Volvo CE-ისთვის ერთგვარი მადლობა გადაუხადოს ოპერატორებს ჩვენი ბრენდის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის და ერთგულებისთვის“, – განაცხადა მატ ანდერსონმა, Volvo CE-ის წარმომადგენელმა.
„ასეთი კონკურსებით გვინდა, რომ პირველ პლანზე წამოვწიოთ ოპერატორების როლი ამ სამუშაოს შესრულებისას. ჩვენ მანქანებს ადამიანებისთვის ვქმნით და გვინდა, რომ ადამიანებმა ამ მანქანებთან თავი კარგად იგრძნონ. მნიშვნელოვანი და საისხარულია, რომ წელს პირველად ღონისძიებაში საქართველოც ჩაერთო და ქართველმა ოპერატორებმა ფინალში მიიღეს მონაწილეობა. ვფიქრობ, პირველი ჯერისთვის საქართველომ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა“, – აღნიშნა ანდრეი კომოვმა Volvo CE-ის რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების გენერალურმა დირექტორმა.
საქართველოში სპეცტექნიკის ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი კომპანია „ელიტ მოტორსის“ თაოსნობით იმართება.
„ოპერატორების კლუბი იდეა გახლავთ სფეროს განვითარება საქართველოში , კონკრეტულად ოპერატორების სფეროს, რომლის სიმცირესაც საქართველო წლებია განიცდის იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში მაღალი ანაზღაურება და მზარდი მოთხოვნაა, – განაცხადა „ელიტ მოტორსის“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა თეიმურაზ მახვილაძემ.
სამშენებლო ტექნიკის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია “ელიტ მოტორსი” კომპანიებს ინფრასტრეუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ინოვაციურ სპეცტექნიკას სთავაზობს. „ელიტ მოტორსი“ საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიც შვედური Volvo Construction Equipment-ი, Atlas Copco, MB Crusher Italy, Mosa, Liebherr და გერმანული Wacker Neuson არიან.