Menu

სპეც-ტექნიკის ოპერატორთა პირველი შეჯიბრი საქართველოში

სპეც-ტექნიკის ოპერატორთა პირველი შეჯიბრი საქართველოში

 2017 წელს ოპერატორთა კლუბი ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში. კლუბი 29 აპრილს სამშენებლო სპეც-ტექნიკაში შეჯიბრით დაიწყება. რომელიც უკვე 19 წელია ყოველწლიურად იმართება ევროპაში. წელს კი კომპანია „ელიტ მოტორსი“ Volvo CE ოფიციალური დილერი საქართველოში პირველად იწყებს აღნიშნულ პროექტს საქართველოში.

შეჯიბრი „ოპერატორთა კლუბი“ ცნობილია რთული და საინტერესო დავალებებით Volvo –ს სამშენებლო ტექნიკაზე. გამარჯვებული გახდება ის ოპერატორი, რომელიც საუკეთესო დროში და უშეცდომოდ გადალახავს კონკურსში მოცემულ დავალებებს. ამავდროულად, ოპერატორთა კლუბი იძლევა კოლეგებთან გამოცდილებისა და აზრის სამომავლო გაზიარების შანსს.

მუხლუხა ექსკავატორზე შეჯიბრის ორ ეტაპში საუკეთესო დროის მაჩვენებელი ორი სპეც-ტექნიკის ოპერატორი,  გახდება საქართველოს ფინალისტი. მათ მიეცემათ შანსი იბრძოლონ ჩემპიონის ტიტულისთვის ევროპის ფინალზე, რომელიც წელს გაიმართება ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში. ქართველი ოპერატორების ასპარეზობა სრულიად დაფინანსდება შპს “ელიტ მოტრისა” და Volvo – ს მიერ. ფინალისტებს დამატებით მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, ნახონ ყველაზე პოპულარული რეგატა Volvo Ocean Race-ის სტარტი, რომელიც ასევე ჩატარდება ესპანეთში. რეგატა Volvo Ocean Race – ნათელი და ფერადი ღონისძიებაა, რომელიც ბევრ მაყურებელს იზიდავს. „რბოლის სოფელში“ ჩატარდება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი რიგი ღონისძებებით.

ოპერატორთა კლუბის წევრობა და შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სპეც-ტექნიკის ოპერატორს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მწარმოებლის ტექნიკაზე მუშაობს იგი. საჭიროა მხოლოდ სარეგისტრაციო ანკეტის შევსება და მოქმედი Sკატეგორია, მართვის მოწმობა.

კლუბის წევრები მიიღებენ სპეციალურ ბარათს სამომავლო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის და დამატებით საჩუქრებს.

„ოპერატორთა კლუბის“ ისტორია დაიწყო 1998 წელს, როდესაც ქალაქ ნიურბერგში Volvo სამშენებლო ტექნიკის წარმომადგენელმა გერმანიაში მოაწყო მსოფლიოში პირველი ოპერატორთა შეჯიბრი.

დროთა განმავლობაში „ოპერატორთა კლუბის“ მასშტაბი გაფართოვდა და 2011 წელს ევროპის 11 ქვეყნიდან უკვე 22 გამარჯვებული იბრძოდა საუკეთესო ოპერატორის წოდებისათვის. დღეს Volvo სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა კლუბი დაახლოებით 23000 მონაწილეს ითვლის 14 ქვეყნიდან.

ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი 2019

კომპანია ელიტ მოტორსმა, ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი ქალაქ ბათუმში ჩაატარა. ღონისძიებამ, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა საქართველოში, საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, იმდენად რამდენადაც წინა წელთან შდარებით,

მეტის ნახვა »

ელიტ მოტორსისა და Atlas Copco-ს კონფერენცია

2019-წლის მაისის თვეში, საქართველოს სპეციალურად შვედური კომპანია Atlas Sopco-ს წარმომადგენლობა ეწვია. მოწვეულმა სტუმრებმა, კონფერენცია სასტუმრო Seraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ჩაატარეს. Atlas Sopco გახლავთ შვედური

მეტის ნახვა »

Atlas Copco-ს ახალი C4C პროგრამა

Atlas Copco-ს წარმომადგენლობამ საქართველოში, კომპანია ელიტ მოტორსში, რომელიც აღნიშნული ბრენდის ოფიციალური დილერი გახლავთ, ახალი პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა. ახალი პროგრამა C4C – რომელიც სპეციალურად Atlas Copco-სათვის

მეტის ნახვა »

ელიტ მოტორსი-ს ბათუმის ფილიალი

კომპანია ელიტ მოტორს-მა ქალაქ ბათუმში, ახალი ფილიალი გახსნა. ახალი ფილიალის გახსნა არა მხოლოდ კომპანიის ზრდასთან არამედ, კლიენტებისათვის ჩვენი კომპანიის, სერვისისა და მომსახურების სწრაფ მიწოდებასთან ასოცირდება.

მეტის ნახვა »

ელიტ კლუბი

“ელიტ კლუბი“- ს დაარსება ეფუძნება კომპანია “ელიტ მოტორსი”-ს 10 წლიან გამოცდილებას, რომლის ჩამოყალიბების შესახებაც, კომპანია „ელიტ მოტორსმა“ დააანონსა 2019-წლის 16 მარტის Volvo CE-ის წარმომადგენლობასთან ერთად

მეტის ნახვა »

16 მარტი კომპანია “ელიტ მოტორსისა” და VOLVO CE-ის სემინარი

2019 წლის 16-მარტს, კომპანია ელიტ მოტორსმა Volvo Construction Equipment-თან ერთად წინანდალში, სასტუმრო Radisson Collection-ში სემინარი ჩაატარა. სემინარს ესწრებოდნენ, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა ინტერესეის ობიექტს წარმოადგენდა,

მეტის ნახვა »