ჩვენ შესახებ

კომპანია ელიტ მოტორსი დაარსდა 2008 წელს და იგი გახლავთ სხვადასხვა ბრენდის მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა:

  • Volvo Construction Equipment
  • SDLG
  • Wacker Neuson
  • Atlas Copco
  • Liebherr
  • Deutz Engines
  • Mecalac Construction Equipment UK
  • Yanmar Industrial Engines
  • MB Crusher
  • Mosa
  • Emsa
  • Kovaco Electric
  • Steelwrist
  • Carraro

კომპანიის სათო ოფისი, რომელიც განლაგებულია 2600 მ2,-ზე მდებარეობს წიწამურში, ტერიტორიაზე განთავსებულია, სათაო ოფისი, შოურუმი, სერვის ცენტრი, ტრეინინგ ცენტრი და საწყობები. ჩვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებში, მათ შორისაა პროფესიული განათლების ხელშეწყობა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელიტ მოტორსმა საკუთარ მომხმარებელს 2019 წელს ქალაქ ბათუმში ახალი ფილიალი წარმოუდგინა, რომელიც დასავლეთ საქართვლოში არსებული კლიენტების მომსახურების დროსა და ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

2008 წელს კომპანია ელიტ მოტორსი ხდება Volvo Construction Equipment-ის ოფიციალური დილერი საქართველოში და ქართულ სამშენებლო ბაზარს სთავაზობს Volvo-ს მოწინავე სამშენებლო ტექნიკის სრულ სპექტრს, წვდომას სათადარიგო ნაწილებზე და ასევე სერვისულ მომსახურებას.

2008 წლიდან კომპანია ელიტ მოტორსი საქართველოში პირველად წარმოადგინა Volvo CE-ის შვილობილი კომპანია SDLG-ის სამშენებლო ტექნიკა: ფრონტალური დამტვირთველები, გრეიდერები და გრუნტის სატკეპნები.

2008 წელს ასევე ოფიციალურად წარმოგიდგენთ შვედურ პრემიუმ ხარისხის ბრენდს Atlas Copco-ს, რომელიც ბაზარზე წარმოადგენს საუკეთესო ხარისხის და ენერგოეფექტურ კომპრესორებს, აზოტის და ჟანგბადის გენერატორებს.

2008 წელს კომპანია ასევე იმატებს გერმანულ ბრენდს Wacker Neuson-ს, ფართო ასორტიმენტის მინი სამშენებლო ტექნიკით: ექსკავატორები, თვითმცლები, ფრონტალური დამტვირთველები და ასევე: ბეტონის ვიბრატორები, გრუნტის და ასფალტის სატკეპნები, ტუმბოები და მრავალი სხვა მცირე სამშენებლო ტექნიკა. გაყიდვების შემდგომი მომსახურეობა გთავაზობთ სერვისს და წვდომას სათადარიგო ნაწილებზე.

2011 წელს კომპანიამ ოფიციალური თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ წამყვან ბრენდთან LIEBHERR -თან, დღეს ჩვენ გთავაზობთ: მობილურ ამწეებს, მუხლუხოიანი ამწეებს, კოშკურა ამწეებს, ბეტონის მიქსერებს და ქარხნებს, ასევე მობილურ და სტაციონარულ ბეტონის ტუმბოებს.

2013 წლიდან წარმოგიდგენთ იტალიურ ბრენდ Mosa-ს.
შესადუღებელი აპარატები, მანათობელი კოშკურები და გენერატორები.

2013 წელს ასევე ბაზარზე წარმოვადგინეთ EMSA-ს სხვადასხვა ნომინალის დიზელ გენერატორები.

2014 წელს ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ იტალიური ინოვაციური სამსხვრევი და ინერტული მასალის გადასამუშავებელი მობილური დანადგარები MB-Crusher-ი.

2016 წლიდან ელიტ მოტორსი ოფიციალურად წარმოგიდგენთ გერმანულ ბრენდ DEUTZ-ს.
ძრავები და გენერატორები ოფიციალური გარანტიით.

2017 წელს კომპანია ელიტ მოტორსმა, Volvo Construction Equipment-ის თანადგომით პირველად ჩაატარა საქართველოში ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი, დაარსა ოპერატორთა კლუბი და მას შემდეგ ყოველწლიურად ვმასპინძლობთ ოპერატორებს კლუბის ღონისძიებაზე.

2019 წლის ბაუმაზე კომპანია ელიტ მოტორსმა და Genie-მ გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგადაც ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ Genie-ს ფართო პროდუქცია საქართველოს ბაზარზე.

2019 წლიდან ოფიციალურად წარმოგიდენთ Mecalac Construction Equipment-ს, ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა Mecalac-ის ექსკავატორ დამტვირთველები.
Mecalac გახლავთ ფრანგული ბრენდი, რომელსაც ქარხნები გააჩნია როგორც საფრანგეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და თურქეთში.

2019 წელს ელიტ მოტორსი წარმოგიდგენთ Yanmar-ის ინდუსტრიულ ძრავებს.

2020 წლის პანდემიის მიუხედავად ხელშეკრულება გავაფორმეთ Kovaco Electric- თან და საქართველოში პირველად მომხმარებელს შევთავაზეთ ელექტრო მინი დამტვირთველები, რომელსაც ერთი დატენვით სრული სამუშაო ციკლის ჩატარება შეუძლია.

2020 წლიდან ასევე წარმოვადგენთ იტალიურ ბრენდ Carraro-ს.
Carraro გახლავთ ხიდების, გადაცემათა კოლოფების, ზეთების და მათთან დამაკავშირებელი კომპონენტების მწარმოებელი.

2021 წლიდან ოფიციალურად წარმოგიდგენთ შვედურ ბრენდს SteelWrists-ს, რომელიც მძიმე სამშენებლო ტექნიკისთვის ამზადებს ციცხვებს, სწრაფჩამკეტებს, ციცხვის ჰიდრავლიკურ საბრუნებს.