რა სერვისებს სთავაზობს ელიტ მოტორსი კომპანიებს
“ელიტ მოტორსი“-ს ინჟინერ მექანიკოსები ყოველწლიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში: შვედეთში, თურქეთში, გერმანიაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ა.შ. “ელიტ მოტორსი“-ს შემადგენლობაშია 7 მობილური ჯგუფი, რომელიც მოგემსახურებათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამოძახებიდან 1 სამუშაო დღეში ხდება მობილური ჯგუფის ჩასვლა დანიშნულების ადგილზე და ტექნიკას უტარდება საჭირო სერვისი.
სერვისი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყოებითა და დანადგარებით რისი მეშვეობითაც ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაოებს როგორიცაა: ძრავის რემონტი, ჰიდრავლიკური სისტემა, ელექტროსისტემა, ტრანსმისია და სხვა.
Volvo Construction Equipment-ის CareTrack სისტემა.
- Volvo CE-ის Care Track სისტემა იძლევა საშუალებას რომ მომხმარებელმა ოფისიდან გაუსველალედ აკონტროლოს განუსაზღვრელი რაოდენობის ტექნიკა, და გააჩნია ჩამონათვალში მითითებული უპირატესობები.
- ონლიან რეჟიმში ტექნიკის ადგილმდებარეობა.
- ოპერატორის მუშაობის ხარისხი.
- ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობა და პრობლემის აღმოჩენის და დადგენის რეჟიმი.
- ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია.
- საწვავის მოხმარების ოპტიმიზაცია და კონტროლი.
- ტექნიკის სამუშაო საათების კონტროლი
- ტექნიკის სამუშაო ციკლის და დაქოქილ მდგომარეობაში პროცენტული ანალიზი.
- ძრავის დატვირთვული მუშაობისა და ძრავის ბრუნთა რიცხვის რეჟიმის კონტროლი.
- ტექნიკის და ოპერატორის მუშაობის ოპტიმიზაცია და ხარჯების მონიტორინგი.
Volvo CE-ის ყოველი ახალი ტექნიკა ქარხნულად აღჭურვილია Care Track სისტემით და მისი გააქტიურება მხოლოდ მომხმარებლის თანნხმობის შემდეგ ხდება.
Volvo CE-ის ტექნიკა რომელიც არ არის აღჭურვილი CareTrack სისტემით მისი მონტაჟი შესაძლებელია სურვილისამებრ.