სწავლება

ელიტ მოტორსის მიზანია გააუმჯობესის სამშენებლო ტექნიკის ოპერირების ეფექტურობა, შეამციროს რისკები და ხარჯები. სწორედ ამიტომ 2014 წელს, კომპანია Elite Motors -სა და ORYX -ის თანამშრომლობით, საქართველოშისაფუძველი ჩაეყარა მძიმე ტექნიკის მართვის შესწავლას, რაც ხორციელდება სამეცნიერო კვლევების შედეგად შემუშავებული სიმულატორით და კვალიფიციური ტრენერის საშუალებით.

ოპერატორის მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია როგორც დამწყები ოპერატორის მომზადება, ასევე უკვეგამოცდილი ოპერატორის გადამზადებაც.





მოკლე ინფორმაცია:

კურსში მოცემული პროგრამები მოიცავს სხვადასხვა სახის სავაკჯიშოებსა და გამოცდებს,რომელთა შედეგების ემყარება ORYX-სა და VOLVO-ს ინჟირნების მიერ გამოკვლეულ სტატისტიკას.

თითოეულ სავარჯიშოს აქვს თავისი ზღვრული ბარიერი,რომლის დაძლევის შემდეგ ოპერატორი გადადის უფრო მაღალი დონის სავარჯიშოზე, რაც განაპირობებს ოპერატორის უნარჩვევების მუდმივ განვითარებას.

Video:




ოპერატორი შეისწავლის:

    • უსაფრთხოების საკითხებს
    • მანქანის აგებულებას
    • მართვის ფუნქციების სინქრონიზაციას
    • სწრაფ მანევრირებას
    • სიზუსტეს
    • მანქანის დინამიკას და ბალანსის შეგრძნებას
    • სხვადასხვა სახის გრუნტთან მუშაობას
    • სხვადასხვა ზომის ციცხვთან მუშაობას
    • სხვადასხვა ზომის ტვირთგადამზიდის დატვირთვას
    • ჰიდრავლიკური ჩაქუჩის გამოყენებას
    • ტრანსპორტირებისთვის გადამზიდზე უსაფრთხო დატვირთვას
    • სხვადასხვა ზომის თხრილებისა და დაბრკოლების უსაფრთხოდ გადალახვას
    • ქვის სამსხვრევთან მუშაობას
    • მბრუნავი ციცხვით მანევრირებას

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სერტიფიკატის მიღებისას ელიტ მოტორსი გაგიწევთ რეკომენდაციას საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან.

ტრენინგის საფასური: 600 ლარი

კომპანიის წარმომადგენელი: თეიმურაზ მახვილაძე
ტელ: (+995 577) 20 25 20