კომპანია ელიტ მოტორსმა, ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი ქალაქ ბათუმში ჩაატარა.
ღონისძიებამ, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა საქართველოში, საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, იმდენად რამდენადაც წინა წელთან შდარებით, მონაწილე ოპერატორების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
შეჯიბრი ჩატარდა ორ ეტაპად, სადაც მონაწილეებმა თავიანთი უნარები ექსკავატორზე და დამტვირთველზე გამოსცადეს, გამარჯვებულები კი ის პირები გახდნენ, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს დავალების შესრულებაში ესენი გახლავთ:
პირველი ადგილი- ბესიკ კალანდაძე კომპანია “ნიუ როუდი”
მეორე ადგილი- ფრიდონ დუმბაძე კომპანია “ნიუ ფაუერი”
მესამე ადგილი-აჩიკო დოლიძე კომპანია “ბონდი2007”
პირველ და მეორე ადგილზე გასული მონაწილეები, მათთვის სასურველ პიროვნებასთან ერთად, კომპანია ელიტ მოტორსის სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან შვედეთში, ევროპის ოპერატორთა კლუბის ფინალზე, სადაც ისინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ.