Atlas Copco-ს წარმომადგენლობამ საქართველოში, კომპანია ელიტ მოტორსში, რომელიც აღნიშნული ბრენდის ოფიციალური დილერი გახლავთ, ახალი პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა.
ახალი პროგრამა C4C – რომელიც სპეციალურად Atlas Copco-სათვის დაიწერა, გათვალისწინებულია მომხმარებელთა ქცევის, უკუკავშირისა და ბაზების სამართავად.
იგი საქართველოში ოფიციალურად, 2019-წლის მარტის თვეში ამოქმედდა.
Atlas Copco გახლავთ შვედური ბრენდი, რომელიც არის უპირობო ლიდერი ყველანაირი ტიპის ჰაერის კომპრესორისა და გენერატორების წარმოებაში.