Business Media Georgia-ს ეთერში ოპერატორთა კლუბის 2018 წლის შეჯიბრის შესახებ ელიტ მოტორსის გაყიდვების მენეჯერმა თეიმურაზ მახვილაძემ, შეჯიბრში გამარჯვებულებთან, გურამ ადიკაშვილითან და დავით გელაშვილითან ერთად ისაუბრა.
სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებსზე და მაღალი ხარისხის სამშენებლო ტექნიკაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
იმისათვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა პროფესიონალიზმი გაუმჯობესდეს და პროფესიული განათლების წახალისება მოხდეს, კომპანია „ელიტ მოტორსმა,“ რომელიც საქართველოში Volvo Construction Equipment-ის ოფიციალური დილერია, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა შეჯიბრი წელს მეორედ ჩაატარა.
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის ქართულ გამცოცდილებას, გასული წლის ჩემპიონატზე, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გამართულ ფინალზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ბესიკ კალანდაძე ევროპის საუკეთესო ოპერატორთა ათეულში შევიდა, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები კი თავიანთ შესაძლებლობებს რამდენიმე თვეში გერმანიაში ევროპის ფინალზე გამოავლენენ.