2018 წლის 5 მაისს საქართველოში ტარდება რიგით მე2-ე შეჯიბრი ოპერატორთა შორის. ოპერატორების კლუბი წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, კლუბის ისტორიას საფუძველი 1998 წელს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ჩაეყარა. ოპერატორების კლუბის კონკურსები ცნობილია თავისი რთული და საინტერესო გამოწვევებით. ოპერატორი რომელიც მინიმალურ დროში, უშეცდომოდ შეასრულებს მოცემულ დავალებებს და აჩვენებს საუკეთესო შედეგს სწორედ ის გახდება გამარჯვებული. 5 მაისს Volvo CE-ს ოფიციალური დილერი საქართველოშ “ელიტ მოტორსი” დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარი სანახაობის მოწყობას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება უამრავი ტექნიკა, დემო შოუ, საჩუქრები ოპერატორთა კლუბის წევრებისთვის და ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის, სასიამოვნო გარემო და რაც მთავარია ბრძოლა პირველობისათვის სადაც თითოეული წამი გადამწყვეტია!
თუ ხარ ოპერატორი და გაქვს მძიმე ტექნიკის მართვის მოწმობა მაშინ გადადი ლინკზე და გაიარე ონლაინ რეგისტრაცია 20 აპრილამდე!
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfh4mhO8gCibN9MjdQXcc5CbnEZHk1HE_1aiV_s6NPMQD-XjA/viewform
•ოპერატორთა კლუბის წევრობა და მონაწილეობის მიღება შეჯიბრში შეუძლია ნებისმიერ ოპერატორს, ვისაც გააჩნია მ S1, S2 კატეგორიის მართვის დამადასტურებელი მოწმობა.
ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი 2019
კომპანია ელიტ მოტორსმა, ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი ქალაქ ბათუმში ჩაატარა. ღონისძიებამ, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა საქართველოში, საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, იმდენად რამდენადაც წინა წელთან შდარებით,