აღნიშნული ღონისძიება, რომლის პროგრამაც ერთკვირიან სპეციალურ აქტივობებს მოიცავდა, შვედეთში გაიმართა.
13 – 18 ივნისამდე, დაპატიჯებულ სტუმრებს, ბრაასის ქარხანაში, მიეცათ საშუალება გაეცნოთ და საკუთარი თვალით ენახათ, თუ როგორ მიმდინარეობს, მსოფლიოში წამყვანი სახსრიანი თვითმცლელების წარმოება.
1996 წელს შეიქმნა პირველი სახსრიანი თითმცლელი,
რომელიც ცნობილია შემდეგი სახელით: DR631 ან „Gravel Charlie”
იგი ხასიათდებოდა მხოლოდ 10 ტონა ტვირთამწოებით. მიუხედავად ამისა, მისმა ინოვაციურმა დიზაინმა გზა გაუხსნა ამ ტიპის სამშენებლო ტექნიკის მომდევნო თაობებს.
50 წლის იუბილეს Volvo Construction Equipment-ის ჯგუფი წარმოადგენს სახსრიანი თვითმცლელის სრულიად ახალ და ინოვაციურ მოდელს, გამორჩეული 6×6 წაყმყავნი თვლითა და 60 ტონა ტვირთამწეობით, რომელიც შექმნილია ყველაზე რთული ბუნებრივი პირობებისთვისა და გაუვალი ზედაპირისათვის, რაც გვხვდება კარიერებში, სამთო მრეწველობასა და მიწის მძიმე სამუშაოების დროს.
თვითმცლელი Volvo A60H წარმოადგენს საკარიერო ავტოთვითმცლელების ალტერნატივას და გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით, საწვავის ეკონომიურად მოხმარების ფუნქციითა და მარტივი სესერვისო მომსახურებით. აღნიშნული მახასიათებლები მფლობელს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და უზრდის შემოსავალს.
ტექნიკა აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ფუნქციებით: MATRIS™, CareTrack™.
ახალი თვითმცლელი არ ღალატობს Volvo ფასეულობებსა და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, სანდოობით, კომფორტითა და შენახვის დაბალი ხარჯებით.
წლევანდელი ღონისძიეიბის დასკვნით ნაწილსაც კი ზუსტად ახალი თვითმცლელი Volvo A60H წარმოადგენს.
ერთ კვირიანი ღონისძიების პერიოდში, სტუმრები დაესწრებიან შთამბეჭდავ შოუს, რომელიც მძიმე სამშენებლო ტექნიკით გაიმართება, სახსრიანი დამტვირთველი A60H-ი კი იქნება გამორჩეული როგორც შოუს ვარსკვლავი.
მსურველებს შანსი მიეცემათ თავად ატარონ და შეაფასონ წარმოდგენილი Volvo Construction Equipment-ის ახალი სამშენებლო ტექნიკა, სპეციალურ გამოსაცდელ მოედანზე.
პროგრამა დასრულდა გალა ვახშმითა და პრესასთან შეხვედრით.