ტრენინგი

ოპერატორთა მოსამზადებელი ცენტრი

კომპანია ელიტ მოტორსის სპეციალური სიმულაციური მანქანებით, მძიმე ტექნიკის ოპერატორთა სწავლისა და გადამზადების პროცესი, ბევრად ეფექტური და მიზანზე ორიენტირებული პროცესა.

2014 წელს, კომპანია Elite Motors -სა და ORYX -ის თანამშრომლობით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მძიმე ტექნიკის მართვის შესწავლას, რაც ხორციელდება სამეცნიერო კვლევების შედეგად შემუშავებული სიმულატორითა და კვალიფიციური ტრენერის დახმარების საშუალებით.

ოპერატორის მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია, როგორც დამწყები ასევე გამოცდილი ოპერატორების გადამზადება.

მოკლე ინფორმაცია:

კურსში მოცემული პროგრამები მოიცავს სხვადასხვა სახის სავაკჯიშოებსა და გამოცდებს, რომელთა შედეგებიც ემყარება ORYX-სა და VOLVO-ს ინჟირნების მიერ გამოკვლეულ სტატისტიკას.

თითოეულ სავარჯიშოს აქვს თავისი ზღვრული ბარიერი, რომლის დაძლევის შემდეგაც ოპერატორი გადადის უფრო მაღალი დონის სავარჯიშოზე, რაც განაპირობებს ოპერატორის უნარ ჩვევების მუდმივ განვითარებას.

ოპერატორი შეისწავლის:

  • უსაფრთხოების საკითხებს
  • მანქანის აგებულებას
  • მართვის ფუნქციების სინქრონიზაციას
  • სწრაფ მანევრირებას
  • სიზუსტეს
  • მანქანის დინამიკას და ბალანსის შეგრძნებას
  • სხვადასხვა სახის გრუნტთან მუშაობას
  • სხვადასხვა ზომის ციცხვთან მუშაობას
  • სხვადასხვა ზომის ტვირთგადამზიდის დატვირთვას
  • ჰიდრავლიკური ჩაქუჩის გამოყენებას
  • ტრანსპორტირებისთვის გადამზიდზე უსაფრთხო დატვირთვას
  • სხვადასხვა ზომის თხრილებისა და დაბრკოლების უსაფრთხოდ გადალახვას
  • ქვის სამსხვრევთან მუშაობას
  • მბრუნავი ციცხვით მანევრირებას

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სერტიფიკატის მიღებისას ელიტ მოტორსი გაგიწევთ რეკომენდაციას საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან.

ტრენინგის საფასური: 600 ლარი

კომპანიის წარმომადგენელი: ლაშა ვაჩეიშვილი
ტელ: (+995 577) 20 25 99